როგორია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა - "ემპათიას"კონსილიუმის წევრი ექიმები, მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, დღეს მოინახულებენ
როგორია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა - ცენტრ "ემპათიას" მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმები, მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ დღეს მოინახულებენ.
„უნდა მივიღოთ განჩინება, იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის თანხმობა, რათა არ შეიქმნას გაუგებრობა ვივა-მედში ვიზიტის დროს. უნდა შეიკრიბოს ექსპერტთა ჯგუფი, მათ გარკვეულ დოკუმენტაციაზე უნდა მოაწერონ ხელი და ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, რომ დაიგეგმოს ვიზიტები.
რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ცვლილებები კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, როგორც გორის ჰოსპიტალშ ჩატარებულზე და შემდგომ კვლევაში, ამიტომ არ გამოვრიცხავთ რომ ჩართული იქნას რადიოლოგიური კვლევის სპეციალისტი საზღვარგარეთიდან“. - აცხადებს ცენტრ ემპათიის დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.
ამასთან ცნობილია, რომ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ შტატების ერთ-ერთ კვლევით ცენტრში ტომოგრაფიის სურათები გადააგზავნა და პასუხებს რამდენიმე საათში ელოდება.
ეს ყველაფერი ჩქარ-ჩქარა უნდა გადაწყდეს, რადგან პრეზიდენტის მდგომარეობა არის მძიმე, როგორც მოგეხსენებათ, იკლებს წონაში ყოელ დღე და ეს კარგად არ დამთავრდება. კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათები და ემერტე გადავაგზავნე ამერიკაში და დღეს ველოდები პასუხებს. ალბათ საღამოს იქნება. ჩემი პროგნოზი არის, რომ თუ რამდენიმე დღეში ექიმებს არ შეუშვებენ სააკაშვილთან, მაშინ მას მოუწევს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა" - ამბობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი.
დღეს უკვე მეექვსე დღეა, რაც სასამართლომ გამოსცა განჩინება, რომლის თანახმადაც ექსპერტი ექიმები "ვივამედის" პალატაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან უნდა შევიდნენ, თუმცაოფიცალური განჩინება ადვოკატებს ისევ არ ჩაბარებიათ
შეგახსენებთ, 25 მაისს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.