შსს-მ პოლიციის ჰიმნი შეცვალა

31.05.22 13:29
შსს-მ პოლიციის ჰიმნი შეცვალა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის ჰიმნი შეცვალა - დღეს, 31 მაისს, პოლიციის დღესთან დაკავშირებით ახალი სიმღერა,  „ვემსახურები საქართველოს“ გაჟღერდა. 

მუსიკის ავტორი, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.  

სიმღერა „ქართულმა ხმებმა“ და ოთო ნემსაძემ შეასრულეს. აქამდე პოლიციის ჰიმნად  ედიტ პიაფის მოტივებზე შექმნილი სიმღერა ითვლებოდა. კლიპის რეჟისორია კახა ბუხრაშვილი, ოპერატორი კი - გოგა მამასახლისი იყო. სიმღერა 2011 გაჟღერდა. 

მსგავსი სიახლეები