დანაშაული არ ჩაუდენია, თანამშრომლობს გამოძიებასთან - თანატოლის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატის პირველი კომენტარი

31.05.22 15:01
დანაშაული არ ჩაუდენია, თანამშრომლობს გამოძიებასთან - თანატოლის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატის პირველი კომენტარი

თანატოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 15 წლის სკოლის დანაშაულს არ აღიარებს - მეცხრე კლასელი, ამბობს რომ აღიარებს, რომ ჩხუბში მონაწილეობდა, თუმცა იარაღი არ ჰქონია.

მოზარდის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული თანამშრომლობს გამოძიებასთან. არჩილ ჩოფიკაშვილი დარწმუნებულია, რომ კითხვას ვინ ჩაიდინა დანაშაული, პასუხი მალე გაეცემა: 

პირველი - ამ ბავშვს არ აქვს დანაშაული ჩადენილი და მეორე მნიშვნელოვანი გარემოება, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან. ის პირველივე დაძახებისთანავე დედასთან ერთად გამოცხადდა და გამომძიებლების ყველა კითხვას გასცა პასუხი. 

ბავშვი მზად არის მომავალშიც ითანამშრომლოს გამოძიებასთან, დაეხმაროს გამოძიებას. ჩვენს ინტერესშია სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს და არ მოხდეს ისე, რომ გამოძიებას რაღაც გამორჩეს და უდანაშაულო ბავშვი მართლმსაჯულების ქვეშ აღმოჩნდეს. ამ ბავშვს დანაშაული არ ჩაუდენია. სხვამ ჩაიდინა თუ როგორ მოხდა ეს ყოველივე, ამას მოგვიანებით გაეცემა პასუხი"- აცხადებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

"პირველების" ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება, 74-ე სკოლაში დაიწყო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრით დასრულდა.

სკოლის დირეაქცია კითხვებს გაურბის.  დაპირისპირებაში სავარაუდოდ 15 ახალგაზრდა მონაწილეობდა, თუმცა გომელაურის უწყებამ მხოლოდ ერთი პირი დააკავა.

მსგავსი სიახლეები