წაღებულია სიგარეტი, პროდუქტები და ფული - ქუთაისში ერთ ღამეში 6 მაღაზია გაქურდეს
მასობრივი ქურდობის ფაქტები იმერეთში - ქუთაისში ბოლო 24 საათში 6 მაღაზია გაძარცვეს. პოლიცია ქურდებთან ერთად ახლა სასურსათო ობექტებიდან წაღებულ პროდუქტს, ფულსა და სიგარეტს ეძებს.
ტვ პირველის ინფორმაციით, დაკავებულია მხოლოდ ერთი ბრალდებული და მხილებულია რამოდენიმე არასრულწლოვანი - ქალაქის მასშტაბით ახლა პოლიცია რამდენიმე ადგილზე საგამოძიებო მოქმედებს ერთდროულად ატარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.