"ჩვენი არჩვანი ევროპაა" - ქართველი ხალხის გზავნილები ევროპელ ლიდერებს
ევროპელი ლიდერები დღეს გზავნილს ქართველი ხალხისგანაც მიიღებენ. "ჩვენი არჩვანი ევროპაა" - ამ შინაარსით წერილი სამოქალაქო აქტივისტებმა, მესამე სქტორმა და მოქლაქეებმა რამდენიმე წუთის წინ კარლ ჰარცელს წერილი გადასცეს და ევროპელ ლიდერებს უკვე გაუგზავნეს.
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ევროკავშირს პოზიტიურ გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
„ყველამ იცის, რომ ქართველი ხალხი უკვე მრავალი წელია იღწვის იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული სახელმწიფო და ევროკავშირის ოჯახის წევრი. ჩვენ გვინდოდა, რომ დღეს აქ ისმოდეს ხმა სამოქალაქო საზოგადოების. შესაბამისად დღეს აქ შევიკრებეთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და წერილი გადავეცით კარლ ჰარცელს, სადაც ჩვენ ევროკავშირს კიდევ ერთხელ ვთხოვთ მხარდაჭერას ამ პროცესში და მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებთ, რომ გვაქვს პრობლემები ამ სფეროში, მაინც ვთხოვთ პოზიტიურ გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“. - აცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.
ევროკომიიის შეხევდრაზე ლიდერები ქვეყნებისთვის წვერობის სტატუსის მინიჭებას და უკარაინაში მიმდინარე პროცესებს განხილავენ. საუბრი შეეხება საქრთველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც.