რატომ გაუძვირდა კომერციულ ობიექტებს გაზის საფასური? - ,,თბილისი ენერჯის" კომერციული დირექტორის განმარტება
რატომ უძვირდება კომერციულ ობიექტებს გაზის საფასური? ,,თბილისი ენერჯის" კომერციული დირექტორის განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე ბუნებრივი აირის საფასური გაიზარდა, რამაც მათ კომპანიაზეც იქონია გავლენა.
კომპანია ეცადა, ზამთრის პერიოდში თავისი რესურსებით როგორმე ეცადა, შეენარჩუნებინა და არ გაეზარდა ტარიფი. მაგრამ 1 ივლისიდან დამატებით კიდევ იზრდება მოსაწოდებელი აირის ფასი, რასაც ცხადია, კომპანია ვეღარ გაუმკლავდება, ამიტომ იძულებული გავხდით, ეს ფასი დაკორექტირებულიყო იმ ფარგლებში, რაც ვახსენეთ. - აცხადებს ედიშერ ხორავა.
იმოქმედებს თუ არა ბიზნესისთვის გაზის საფასურის გაზრდა მოსახლეობის ჯიბეზე? კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ და პროდუქციის გაძვირება მოუწევთ.
კომერციული ობიექტების წარმომადგენლები, რომლებიც პურის პროდუქტებს აწარმოებენ, აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის გაძვირების გამო ისინი იძულებული გახდებიან, პროდუქციაზე ფასი 10-20 თეთრით აწიონ, რაც, სავარაუდოდ, კლიენტების ნაკლებობას გამოიწვევს.