ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მინიმალური მაჩვენებელია - ექსპერტები მთავრობის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობენ
საქსტატის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში 2%-ზე ოდნავ მეტია, რაც მინიმალური მაჩვენებელია. ეკონომისტების თქმით, სწორედ ეს არის ეროვნული ვალუტის გაუფასურების და პროდუქტებზე ფასების ზრდის საფუძველი.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურება მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია.
ლარის კურსზე დღეს ჩვენ გაცილებით უფრო სხვა პრობლემები გვაქვს, ვიდრე იგივე ეს მოცემულობა, მაგალითად, დღეს ჩენ ლარის მიმართ რასაც ვხედავთ, ეს არის წმინდა წყლის აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც წახალისებული იქნა ცენტრალური ბანკის მხრიდან, როდესაც ცენტრალურმა ბანკმა გასულ კვირას სავალუტო ბაზრიდან ამოიღო ათი მილიონი. ამან სავაჭრო მონაწილეებში გამოიწვია პანიკა. თუ ვსაუბრობთ იმ პარამეტრებზე და ვსაუბრობთ ლარის კურსის ჭრილში, მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც უცხოური ვალუტის შემოდინებაზე აგებენ პასუხს, ეს მაკროეკონომიკური პარამეტრები არის წესრიგში, - ამბობს სპეციალისტი.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდა აპრილის თვეში 2. 6% იყო, რაც დაბალი მაჩვენებელია და ლარის გაუფასურებასთან პირდაპირ კავშირშია.