„იმედი გამიჩნდა" - გიული ალასანია შვილის მოსანახულებლად ,,ვივა მედის" კლინიკაში მივიდა

31.05.22 17:37
„იმედი გამიჩნდა" - გიული ალასანია შვილის მოსანახულებლად ,,ვივა მედის" კლინიკაში  მივიდა

ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად დამოუკიდებელი ექიმები სავარუდოდ ხვალ შევლენ.
თუმცა სანამ პრეზიდენტთან სპეციალსტები შევლენ, ირკვევა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
დაპატიმრებული პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ,,ვივა მედის" კლინიკაში მივიდა.

ალასანიას განცხადებებით, ექსპერტთა ჯგუფის დაშვებით იმედი გაუჩნდა, რომ შესაძლოა, მოხდეს მისი შვილის გადარჩენა.

„იმედი გამიჩნდა, რომ იქნებ, მოხერხდეს მისი გადარჩენა. თუმცა, რაღაცა პროცედურებია მოსალოდნელი. მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვუყურებ, ძალიან მძიმეა. ადამიანი, რომელსაც ვერ გააჩერებდი და უცებ ხედავ, რომ სრულიად გამოფიტულია, ეს ძალიან რთულია. ერთადერთი შანსის იმედი მაქვს - გადავადების იმედი - განაცხადა გიული ალასანიამ.


თუმცა, გიული ალასანია ასევე აღნიშნავს, რომ მთავარ გადაწყვეტილებას მაინც ბიძინა ივანიშვილი იღებს. 

ცნობისთვის, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტისთვის ექსპერტთა ჯგუფი დაშვებაზე 25 მაისს დააკმაყოფილა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის, განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტთან ექსპერტთა ჯგუფი სავარაუდოდ ხვალ შევა.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ელოდება ექსპერტებს და მზად არის ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა მიიღოს

 

მსგავსი სიახლეები