ხვალ 14 საათზე ,,ემპათიას" 4 ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევას დაიწყებს

31.05.22 20:33
ხვალ 14 საათზე ,,ემპათიას" 4 ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევას დაიწყებს

ორგანიზაცია ,,ემპათიაში" რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საგანგებო შეხვედრა. ოთხმა ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილთან გამოკვლევებზე შესვლამდე საერთო პოზიცია შეაჯერა, დაიგეგმა ექსპერტიზის პროტოკოლი.

უკვე ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაწავლად კლინიკა ,,ვივა მედში" ორგანიზაცია ,,ემპათიას" 4 ექსპერტი ხვალ, 14 საათზე, შევა. მათ შორის იქნებიან ნევროლოგი,  ენდოკრინოლოგი და 2 ფსიქიატრი.

თავდაპირველად ეს ოთხი მედიკოსი დაიწყებს ექსპერტიზას და მოვლენების განვითარების შესაბამისად გადაწყდება, ჩაერთვებიან თუ არა სხვა ექსპერტები საქმეში. 

მედიკოსები აცხადებენ, რომ მათი დასკვნა იქნება ობიექტური და მასში არ იქნება გათვალისწინებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესი. 

წინასწარ ცნობილია, რომ ექსპერტებს 4 შეხვედრა ექნებათ კლინიკა ,,ვივა მედში" და რამოდენიმე კვლევას, რაც ადრე მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა, თავიდან ჩაატარებენ.

ვიზიტს პირველ ეტაპზე განახორციელებს 4 ექსპერტი, შესაძლებელია, თავიდან დაგვჭირდეს 4 ვიზიტი, ან 10 ვიზიტი, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სახის კლინიკური, თუ პარაკლინიკური ინფორმაცია დაგვჭირდება. 

არ გამოვრიცხავ, რომ დამატებითი კვლევები იქნეს მოთხოვნილი. ჩვენ ვეცდებით, არ დავაყოვნოთ სასამართლო და ადვოკატები და დროზე წარმოვადგინოთ ეს დასკვნა - აცხადებს ,,ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.

მსგავსი სიახლეები