ძალადობა "სირცხვილიას" ხელმძღვანელზე - სასამართლო პროცესზე პოლიციელები იკითხებიან

01.06.22 11:19
ძალადობა "სირცხვილიას" ხელმძღვანელზე - სასამართლო პროცესზე პოლიციელები იკითხებიან

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მოძრაობა "სირცხვილიას"  დამფუძნებელი ჯერ სცემეს, შემდეგ კი რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და სექსულური ძალდობით ემუქრებოდნენ, ისევ თანმდებობაზე რჩებიან. ამ წუთებში  გლდანი-ნაძალადევის მეცხრე განყოფილების  თანმაშრომლები საქალაქო სასამართლოში მოსამართლეს უმტკიცებენ, რომ 8 პოლიციელზე თავად გიორგი მჟავანაძემ იძალადა. გამოძიება სამოქალაქო აქტოვისტს  პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

პროცესზე გიორგი მჟავანაძემ და მისმა უფლებდამცველმა შუამდგომლობა დააყენეს და საქმეში იმ ვიდეკადრების დართვა მოითხოვეს, რომელიც სამი წლის წინ იმავე პოლიციის განყოფილებაში იმავე პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს ასახავდა.

ასევე, ირკვევა, რომ მჟავანაძის  პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს, შენობაში სათვათვალო ვიდეოკამერები გამორთული იყო. 

მოძრაობა "სირცხვილიას" დამფუძნებლის უფლებამდაცველი კი ირმწუნება,  რომ გიორგი მჟავანაძის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

დღეს, ყველა მოწმე უნდა დაიკითხოს და პრინციპში, პროცესს უნდა მოვრჩეთ. 6 საათამდეა სამუშაო დრო აღებული. ჩვენი პოზიცია ცხადია, რომ არანაირ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ასევე, თქვენ იცით, რომ დაწყებულია გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, - თქვა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ. 

 როგორ განვითარდება მოვლენები სასამართლო პროცესზე, ცნობილი ცოტა ხანში გახდება. 

 "სირცხვილიას" ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე ირწმუნება, რომ 17 მაისს პოლიციის განყოფილებაში სცემეს, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. სამოქალაქო აქტივისტმა მოძალადე პოლიციელები ამოიცნო და გამოძიებას დეტალური ინფორმაციაც მიაწოდა, თუმცა ისინი თანამდებობებძე კვლავ რჩებიან. 

მსგავსი სიახლეები