სასამართლო ძმები კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

01.06.22 11:08
სასამართლო ძმები კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

დავით და გუგა კაკულიების საქმეზე სასამართლო რამდენიმე წუთში იმსჯელებს. დღევანდელ სასამართლო პროცეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებიც დაესწრებიან. 

მოსამართლე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. 

ცნობილია, რომ ბრალდებულების ადვოკატი გიორგი ანთაძე მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა შესაძლოა, ე.წ. კრმინალურ  ავტორიტეტებს ციხეში უფრო მეტი წლის გატარებაც მოუწიოთ,პროკურატურამ უკვე დაანონსა რომ შესაძლოა მათ ბრალი ნიკო კვარცახელიას მკველობის ორგანიზბისთვისაც  წარუდგინონ. ძმები დანაშუალს არ აღიარებენ და თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ.

 

მსგავსი სიახლეები