ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ

01.06.22 11:22
ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ

დაკავებული ძმები, დავით და გუგა კაკულიები, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ - არაყიშვილის ქუჩაზე, სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულების პოზიცია "ტვ პირველთან" ადვოკატმა გიორგი ანთაძემ გაახმოვანა. 

ადვოკატი, არაყიშვილის ქუჩის ეპოზოდზეც საუბრობს და ამბობს, რომ  ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის ნაწილში გამოძიებას არანაირი მტკიცებულება არ აქვს. 

ჩემი დაცვის ქვე მყოფებთან გასაუბრების შედეგად სრული აბსურდია, რომ მათ კვარაცხელიას მკვლელობასთან რაიმე შეხება ჰქონდეთ - ამბობს ადვოკატი. 

კაკულიების გვარმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც გაიჟღერა. მკვლელობიდან მალევე ითქვა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის მკვლელობა შურისძიების მოტივით სწორედ ძმებმა კაკულიებმა დაუკვეთეს. 

ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს, ჩაცხრილეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი სოციალური ქსელის დამფუძნებლის მკველობისთვის დაკავებული აკო ჭელიძე ციხეში 17, ხოლო  გიორგი კავილაძე 16 წელს გაატარებს.

მოსამართლემ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული ჯგუფურად და ორგანიზებულად მოქმედებდა. განაჩენის გამოცხადებას ჭელიძე და კავილაძე არ ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები