ყოველდღიურად 60-დან 100-მდე ჯარისკაცს ვკარგავთ - ზელენსკი

01.06.22 11:40
ყოველდღიურად  60-დან 100-მდე ჯარისკაცს ვკარგავთ - ზელენსკი

ფრონტზე ყოველდღიურად  60-დან 100-მდე ჯარისკაცს ვკარგავთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რთული ვითარებაა, თუმცა რუსეთის ულტიმატუმებს უკრაინა არ დათანხმდება. 

აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 60-დან 100-მდე ჯარისკაცს და დაახლოებით 500 ბრძოლაში იჭრება. ჩვენი ტერიტორიის დათმობას არ ვაპირებთ, რადგან ჩვენი ტერიტორიები ჩვენი ტერიტორიებია. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. ზოგიერთ ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული სირთულეები. არის გარკვეული დეტალები, მაგრამ ყველა ამ სირთული განხილვა შეიძლება და ეს დისკუსიები საჭირო იქნება ომის შესაჩერებლად.

თუ იქნება ულტიმატუმი, უნდა დათმოთ თქვენი ტერიტორიის მესამედი და დაგტოვებთ ცოცხალს და მშვიდად, ეს არ არის ის, რაზეც ჩვენ შეგვიძლია, დავთანხმდეთ. პუტინმა სისუსტე გამოავლინა და ის ვერ გაიმარჯვებს. ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერის მოკვლის მცდელობა, მე ვიტყოდი, სისუსტეა, - თქვა ზელენსკიმ.  

მსგავსი სიახლეები