სოლიდარობა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს - "ქართული მარში" გუმათში ჩავიდა

15.04.21 13:13
სოლიდარობა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს - "ქართული მარში" გუმათში ჩავიდა

 „ქართული მარში“ სოფელ გუმათში ჩავიდა.  მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უხადებენ და ვითარებაზე დაკვირვება სურთ.

ქვეყანას სჭირდება ენერგოდამოუკიდებლობა, მაგრამ არა ისე, რომ აუნაზღაურებელი ზიანი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ. ამიტომ თუ საჭიროება არის და ამის აუცილებლობაა, უნდა ახსნას ეს ხელისუფლებამ და თუ არ არის ამის აუცილებლობა „ენკა“ უნდა წავიდეს. ვდგავართ იმ პროტესტის დასტურად, რასაც ახორციელებს ხალხი, ჩვენი პასუხის გამოსახატავად. ამოვედით აქ, რომ გავიზიაროთ ის სვე-ბედი, რაც აქვთ აქ ადამიანებს და მერე როგორც განვითარდება მოვლენები, ჩვენი მოქმედებებიც ისეთი იქნება - აცხადებს მოძრაობის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე. 

რიონის ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ სოლიდარობის გამოხატვის უფლება ნებისმიერ მოძრაობას და ადამიანს აქვს, თუმცა ტრუბინიდან ხმამაღალი განაცხადებზე ისინი პასუხისმგებლობას არ იღებენ. 

4 საათზე რიონის ხეობის მცველების საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებას გააკეთებენ.

პოლიცია რიონის ხეობას ისევ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებისგან იცავს. უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ქუთაისიდან ისევ გუმათში გადაინაცვლეს. სამართალდამცველებს ტერიტორიაზე ყველა გზა გადაკეტილი აქვთ. ადგილზე რჩება რკინის კონსტრუქციებიც, სადაც ადგილობრივებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ აღმართული.