მიხეილ სააკაშვილს სურს ყველა სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება - ადვოკატი
ხვალ საქალაქო სასამართლოში მიხეილს სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესია ჩანიშნული. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი მესამე პრეზიდენტის პასუხს ელოდება, მისცემს თუ არა ჩვენებას აღნიშნულ საკითხზე.
ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილს სურს, ყველა სასამართლო პრცესს დაესწროს. თუმცა უცნობია, მისცემს თუ არა ამის საშუალებას მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ჩვენი წინასწარი პოზიცია გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს ყველა სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება. ამჟამინდელი პოზიციაც გახლავთ ეს. ამჟამინდელი მდგომარეობით აქვს სურვილი, ყველა პროცესში მიიღოს მონაწილეობა", - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.