,,ალტ-ინფომ" 108 000 ლარის უკანონო შემოწირულობა მიიღო - ვინ აფინანსებს პროპუტინისტურ მოძრაობას საქართველოში

01.06.22 12:08
,,ალტ-ინფომ" 108 000 ლარის უკანონო შემოწირულობა მიიღო - ვინ აფინანსებს პროპუტინისტურ მოძრაობას საქართველოში

ვინ აფინანსებს პრორუს ძალადობრივ დაჯგუფება "ალტ ინფოს"  - ბოლო ერთი თვის განმავლოაბში  მორგოშიას ე.წ. პოლიტიკურმა გაერთიანებამ  107 954 ლარის შემოწირულობა მიიღო. 

"ანტიკორუფციულ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პრორუსულ ,,ალტ-ინფოს" თანხა 63-მა  პირმა შესწირა. შემომწირველების უმრავლესობას კი  სამეწარმეო საქმიანობა არ უფიქსირდებათ. ანტიკორუფციული მოძრაობა აუდიტის სამსახურს რეაგირებას თხოვს.

,,ალტ-ინფომ" 108 000 ლარის შემოწირულობა მიიღო. საქმე გვაქვს უკანონო შემოწირულობასთან, რასთან დაკავშირებით მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურს, რომ მოახდინოს რეაგირება“- განაცხადა ორგანიზაციის წევრმა, ლაშა ფარულავამ. 

ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით კი  ,,ქართული ოცნების" პოლიტიკა მოძალადე რუსული ჯგუფების წახალისებას ეყრდნობა:   

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ,,ქართული ოცნების" პოლიტიკა ეყრდნობა მოძალადე რუსული ჯგუფების წახალისებას და გაძლიერებას, რაც არის პრინციპულად მიუღებელი“. - აცხადებენ ანტიკორუფციულ მოძრაობაში.
 

მსგავსი სიახლეები