უწყვეტი პროტესტის მეორე დღე - "ბორჯომის" ქარხნის ტერიტორიაზე გაფიცული მუშები ისევ შეიკრიბნენ
მოგვაქციეთ ყურადღება! - "ბორჯომის" საწარმოს ქარხნის ტერიტორიაზე გაფიცული მუშები ისევ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ ქარხნის მფლობელმა, ფრიდმანმა, თანამშორმლების ნაწილი სამსახურიდან გაუშვა, ნაწილს კი ხელფასები რეკორდულად შეუმცირა.
400-მდე თანამშრომელი ერთხმად ამბობს, რომ სამუშაო ადგილებს იქამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მათი მოთხოვნებია ხელფასების 25%-ით მატება, 50 გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა და ძველი ხელშეკრულებების დაბრუნება.