ძმები კაკულიები განსასჯელის სკამზე - ფოტო პროცესიდან

01.06.22 12:31
ძმები კაკულიები განსასჯელის სკამზე - ფოტო პროცესიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობiს, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. 

ბრალდებულების ადვოკატი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ნაწილში ბრალის დამძიმებას გამორიცხავს.

გიორგი ანთაძე კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

ცნობილია, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებითაც.

მსგავსი სიახლეები