ილია ელოშვილის სახლთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის, საცხოვრებელ სახლში, ცინცაძის ქუჩაზე, კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 47 წლის ელოშვილის ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.