ღარიბაშვილის მეგობარ თურქ ბიზნესმენს, რომელიც ბათუმში დააკავეს, 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
თურქი ბიზნესმენი ბრალის წარდგენის მოლოდინშია - პრემიერ ღარიბაშვილისა და აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის, მეგობარს, გალიფ ოზთურქს, 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ დროისთვის თურქი ბიზნესმენი ბათუმის წინასწარ დაკავების იზოლიატორში იმყოფება.
თურქი ბიზნესმენი ფინასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენმე საათის წინ აიყვანა. მას გამოძიება გადასახადისთვის თავის არიდებას, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
გალიფ ოზთურქზე თურქეთის რესპუბლიკას ძებნა აქვს გამოცხადებული - მას მკვლელობის ხელშეწყობისთვის უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა საქართველოში წლებია, ბიზნესსაქმიანობას ეწევა, მათ შორის, ბათუმში ე.წ. ჩინური დასახლებას აშენებს, რომლის შეჩერებასაც წლებია, ოპოზიცია ითხოვს.
ოპოზიციის მტკიცებით, გალიფ ოზთურქმა ბათუმში 14 უკანონო მშენებლობა განახორციელა, თუმცა, აქამდე სამართალდამცველების მხრიდან პრობლემა არ შექმნია. აღნიშნულს ფაქტს იუდიტის დასკვნაც ადასტურებს. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოზთურქი ,,ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი იყო.
ოპოზიცია ასევე ამბობს, რომ ოზთურქი ბიძინა ივანიშვილთანაც იყო დაახლოებული და ,,ქართული ოცნების" სასარგებლოდ შემოწირულობასაც იღებდა, თუმცა, რადგან საქმეში ინტერპოლი ჩაერთო, ივანიშვილმა ის გაწირა.
მაშინ, როცა ოპოზიციამ ამაზე საუბარი დაიწყო და ეს უკანონობები გაასაჯაროვა, ითხოვდა საჯაროდ, რომ ხელისუფლებას ეს უკანონო მშენებლობები აღეკვეთა, მაშინ რადიკალებს გვეძახდნენ. დღეს აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით.
ოზთურქს ხელს აფარებდა ხელისუფლება, რადგან წინასაარჩევნოდ ფულს იღებდნენ მისგან, აგრეთვე, მას დავალებული ჰქონდა, საქართველოს მოქალაქე თურქები გადმოეყვანა საქართველოში რომ მათ ,,ოცნებისთვის" ხმა მიეცათ.
ოზთურქი არ მოქმედებდა მარტო, მისი მთავარი მოკავშირე არა იმდენად ღარიბაშვილი, არამედ, ბიძინა ივანიშვილიუ იყო. ამას ბათუმში ყველა გრძნობდა -- ამბობს მირდატ ქამადაძე, ,,ენმ"-ს წევრი.