ცუდი რომ მინდოდეს, ჩვილს გადავუგდებდი - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონას დედა თავისუფალია

15.04.21 13:33
ცუდი რომ მინდოდეს, ჩვილს გადავუგდებდი - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონას დედა თავისუფალია

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის დედა თავისუფალია - მოსამართლე რომან ხორავამ 45 წლის ქალი, რომელსაც გამოძიება მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება, 5 ათასი ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

გამოძიების ინფორმაციით, ქალი წლების განმავლობაში 14 წლის შვილის მიმართ მისი მეგობარი მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტს მალავდა. სისტემატური სექსუალური ძალადობის შედეგად 14 წლის მოზარდი დედა გახდა. 

როგორც აღმოჩნდა, ბრალდებული გირაოს გადახდას უსახსრობის მოტივით ვერ ახერხებს: 

ვერ გადავიხდი, რადგან პენსიონერი ვარ, პირველი ჯგუფის ინვალიდი, მაქვს 250 ლარიანი დახმარება - აცხადებს იგი.

რაც შეეხება მოზარდზე ძალადობის ფაქტს, ქალი ირწმუნება, რომ საზარელი ამბის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან მის შვილს მოძალადე ემუქრებოდა. 

რომელ დედას უნდა შვილისთვის ცუდი? მე რომ ცუდი მინდოდეს, ახალშობილს იქვე დავატოვებინებდი და გადავუგდებდი ჩვილ ბავშვს. მაგრამ მე ასეთი ადამიანი არ ვარ, რომ ვინმეს რამე დავუშავო.  ბავშვმა ეს ფატი მე დამიმალა. (მოძალადე) ემუქრებოდა:  დედაშენს და შენ ძმას დაკარგავო. იმას დასჯა კი არა, დახვრეტაც უნდა მიუსაჯონ"- უთხრა "ტვ პირველს" მოზარდის დედამ. 

 

მსგავსი სიახლეები