"პირველების" ინფორმაციით, ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დღეს საქართველოში იმყოფებოდნენ

01.06.22 13:24
"პირველების" ინფორმაციით, ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დღეს საქართველოში იმყოფებოდნენ

პროკურორის ინფორმაციით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები გუგა და დავით კაკულიები, საქართველოში 2021 წლის ივლისის თვიდან 2022 წლის 26 მაისის პერიოდში შემოვიდნენ. ეს პერიოდი ორ გახმაურებულ საქმეს ემთხვევა: 2021 წლის 15 სექტემბერს პირველი სოციალური ქსელის დამფუძნებლი ნიკო კვარაცხელია მოკლეს, ხოლო 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილი ჩაცხრილეს. 

საქმის პროკურორი, თამარ ყულჯანიშვილი, აცხადებს, რომ ბრალდებულებმა სერგი ქურთიაშვილს არაერთი ჭრილობა განზრახ მოკვლის მიზნით მიაყენეს. მისივე თქმით, ბრალდებულებმა ასევე მყოფ სხვა პირებს ადგილზე საფრთხე შეუქმნეს და დაჭრეს გიორგი კაჭკაჭაშვილი. 

2021  წლის ივლისიდან, 2022 წლის მაისამდე ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ორივე ბრალდებულის მიმართ ვითხოვთ პატიმრობის გამოყენებას"- განაცხადა პროკურორმა. 

ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

ცნობილია, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებითაც.

ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს, ჩაცხრილეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი სოციალური ქსელის დამფუძნებლის მკველობისთვის დაკავებული აკო ჭელიძე ციხეში 17, ხოლო  გიორგი კავილაძე 16 წელს გაატარებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები