უკან დახევას არ ვაპირებთ - ,,თბილისი პრაიდი" ,,ალტ-ინფოს" პასუხობს

01.06.22 13:50
უკან დახევას არ ვაპირებთ  - ,,თბილისი პრაიდი" ,,ალტ-ინფოს" პასუხობს

"თბილისი პრაიდში" აცხადებენ, რომ "ალტ-იფოს" ღია მუქარის მიუხედავად ისინი უკან დახევას არ აპირებენ. 

გააჟღერეს მუქარები, რომ არ დაუშვებენ კერძო საკუთრებასა და დახურულ ტერიტორიებზე ჩვენი ღონისძების ჩატარებას. მათ ჩვენს არსებობასთან  და ჩვენს საქმიანობასთან აქვთ მათ პრობლემა. მაგრამ ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ“. - ამბობს მარიამ კვარაცხელია.

ანა სუბელიანი კი "პირველებთან" საუბარში იმედოვნებს, რომ შს სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ძალადობრივ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ის, რომ ჩვენ მუქარები ისევ გვესმის, ცალსახად არის დაკავშირებული დაუსჯელობის სინდრომთან და იმასთან, რაზეც ჩვენ უკვე ერთი წელია ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ველით, რომ შს სამინისტოდან მოჰყვება სასწრაფო რეაგირება. ჩვენ როდესაც მივიღეთ ევროკავშირის კითხვარი, იქ იყო არაერთი ძალიან მკაფიოდ დასმული კითხვა, როგორც 5 ივლისის მოვლენებზე, ისე მოძალადეების და ორგანიზატორების დასჯაზე. საინტერესოა, რა პასუხები გაეცა ამ კითხვებს - აცხადებს ანა სუბელიანი.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველმა " ალტ ინფოს" შიდა ჯგუფიდან ფარული აუდიო ჩანაწერები მოიპოვა, სადაც პრორუსი ლიდერები ისევ ძალადობას აორგანიზებენ.

მსგავსი სიახლეები