ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქალაქისთვის - თბილისის მერიის განცხადება
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის, გარდაცვალებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის, მოულოდნელი გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს.ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი, დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.