გუგა და დავით კაკულიებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა ძმებ კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შოთაძის უწყება დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, ბრალდებულების ადვოკატი კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ძმებ კაკულიებს თბილისის ცენტრში სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.
ცნობილია, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებითაც.