დაკავებული თურქი ბიზნესმენის კომპანიიდან გამოძიებამ ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო
თურქი ბიზნესმენის კომპანიიდან საგამოძიებო სამსახურმა ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. გალიფ ოზთურქი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენის მოლოდინშია. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ღარიბაშვილის და თორნიკე რიჟვაძის მეგობარი ბიზნესმენი ფინასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მას გამოძიება გადასახადისთვის თავის არიდებას, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
მიუხედავად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა, თურქი ბიზნესმენის კომპანიებში მუშაობა ამ დრომდეარ შეწყვეტილა.