12 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 55 წლის მწყემსია დაკავებული - უმძიმესი ფაქტი შიდა ქართლში
სკოლის მოსწავლეზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 55 წლის მწყემსია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, დანაშაული შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, 12 წლის ბიჭზე მწყემსმა სოფლის განაპირას მიტოვებულ შენობაში იძალადა, სადაც მეხუთე კლასის მოსწავლე მოტყუებით შეიყვანა.
სავარაუდო მოძალადე გუშინ დააკავეს, სადაც ბრალის წარდგენას ელოდება.მოზარდი კი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.