"გამოვედი და მითხრეს, უკვე დავაკავეთო" - ძალადობაში დადანაშაულებული პოლიციელის ჩვენება
"სირცხვილიას" ხელმძღვანელის სასამართლო პროცესი - მოსამართლეს ჩვენება საქმის მთავარმა ფიგურანტმა, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილემ, დავით კანკავამ მისცა. კანკავამ 5 პოლიციელის ჩვენებები დაადასტურა და თქვა, რომ გიორგი მჟავანაძის დაკავების დროს ადგილზე არ ყოფილა და არც საქმის სხვა ეპიზოდებში მიუღია მონაწილეობა. მისი თქმით, "სირცხვია" ზელმძღვანელი ბარლდებები სიცრუეა.
ჩემს თანამშრომელს აყენებდა შეურაცხყოფას, „ბიჭო“ და „შენ“ და... და შენ ვინ ხარო? მერე მე მომიტრიალდა. „შენ ვინ ხარო, ბიჭოო. რა გინდაო“. „ნუ ხმაურობ-მეთქი, ხალხი მუაშაობს და ხელი ეშლება-მეთქი. გარკვეული პერიოდის მერე შემოდის ჩემთან მორიგე და მეუბნება, რომ „უკვე დავაკავეო“, ადმინისტრაციულით დავაკავეო. გამოვედი ეს რომ იყო უკვე დაკავებული, სკამზე იჯდა და ბიჭები იდგნენ შორი-ახლოს, ვისაც ვუთხარი, რომ ყურადღება მიაქციეთ, თვითდაზიანება რომ არ მიეღო, - თქვა კანკავამ სასამართლო პროცესზე.
თავად მჟავანაძე ირწმუნება, რომ დავით კანკავამ მისი დაკავების ბრძანება პირადად გასცა და წამების სხვა ეპიზოდებშიც მონაწილეობადა.
ეს მოწმეები აცხადებენ თითქოს დავით კანკავა არ იმყოფებოდა ადგილზე ჩემი დაკავების დროს და ის არ შესწრებია ამას. როდესაც უშუალოდ გასცა მან ბრძანება, რომ დავეკავებინე და ამავდროულად შემდეგ უკვე თავდ იყო ინიციატორი ძალადობის სხვა პოლიციელებთან ერთად. აცხადებენ, რომ „15 წუთის განმავლობაში არ ამხელდა საკუთარ ვინაობას, ჩვენ მოვუწოდებდით, რომ ამის გამო დაეტოვებინა შენობა და ამიტომ დავაკავეთ“, როცა 3 წუთში მათ უკვე იცოდნენ მე ვინ ვიყავი, - ამბობს მჟავანაძე.
გიორგი მჟავანაძის ადვოკატს კი კითხვები პოლიციის განყოფილებაში არსებულ სათვალთვალო კამერებტან დაკავშირებით აქვს. გიორგი მახარაძის თქმით, 16 კამერიდან 15 კამერა გათიშული იყო.
"სირცხვილიას" ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე ირწმუნება, რომ 17 მაისს პოლიციის განყოფილებაში სცემეს, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. სამოქალაქო აქტივისტმა მოძალადე პოლიციელები ამოიცნო და გამოძიებას დეტალური ინფორმაციაც მიაწოდა, თუმცა ისინი თანამდებობებძე კვლავ რჩებიან.