დავკარგე მეგობარი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი - კალაძე ელოშვილის გარადცვალებაზე
თბილისის მერი ილია ელოშვილის გარდაცვალებას ეხმაურება - კახა კალაძე წერს, რომ დაკარგა მეგობარი, რომელსაც თვალდახუჭული ენდობოდა.
ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა... შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო... დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული", - წერს კახა კალაძე.