პოლიციამ გარდაცვლილი ილია ელოშვილის სახლიდან პირადი ნივთები, ტელეფონი და დოკუმენტაცია წაიღო
თბილისის მერის მოადგილეს, ექსპერტიზის ბიუროდან რამდენმე წუთში სახლში გადასვენებენ. "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ილია ელოშვილის სახლში დასრულებულია.
კრიმინალურმა პოლიციამ გარდაცვლილი მაღალჩინოსნის სახლიდან დალუქული პირადი ნივთები, ტელეფონი და დოკუმენტაცია წაიღო.
47 წლის ელოშვილის ცხედარი საკუთარ სახლში დღეს დილით მეუღლემ იპოვა. მას ერთი სასიკვდილო ტყვია გულში აქვს მოხვედრილი.