ევროპაში არაშესაბამისი სამედიცინო სერვისის არსებობის გამოყოფილი პრეზიდენტები არ კვდებიან - მანჯგალაძე epp-ს გზავნილზე

01.06.22 17:17
ევროპაში არაშესაბამისი სამედიცინო სერვისის არსებობის გამოყოფილი პრეზიდენტები  არ კვდებიან - მანჯგალაძე epp-ს გზავნილზე

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ,,ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სიმბოლურად განკუთვნილ სკამსა და ტუსკის მიერ ტრიბუნიდან წაკითხულ წერილს აფასებს: 

„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა მიგვითითეს, რომ თუ გინდათ ევროპა, თუ გინდათ ევროპის  დემოკრატიის სტანდარტი, თავი უნდა დაანებოთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, პოლიტიკური მიზნებისთვის სასამართლოს გამოყენებას და ასევე იმას, რომ ევროპულ ქვეყნებში არა შესაბამისი სამედიცინო სერვისის არსებობის გამო არ კვდებიან ყოფილი პრეზიდენტები“. - აცხადებს დეპუტატი. 

შეგახსენებთ, რომ ,,ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი იყო. დონალდ ტუსკმა საუბარი სწორედ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის შესახებ დაიწყო და მიხეილ სააკაშვილის წერილიც წაიკითხა. 

"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია - EPP პირდაპირ ამბობს, რომ ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეფერხდა.

მსგავსი სიახლეები