თბილისის 74-ე სკოლის მოსწავლის დაჭრისთვის არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინეს

01.06.22 19:29
თბილისის 74-ე სკოლის მოსწავლის დაჭრისთვის არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინეს

თბილისში, სამგორის რაიონში მომხდარი 15 წლსი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს, ასევე არასრულწლოვანს,  ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 30 მაისს, თბილისში, გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით, 15 წლის მოზარდს დანით ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა  - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სისხლიანი გარჩევა სამგორის 74-ე სკოლაში -  მე-9 და მეათე კლასელებმა სასწავლო პროცესის დროს ერთმანეთი დაჭრეს.

დაშავებული ,,ამტელ ჰოსპიტალში " გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება ჩაუტარდა.

მსგავსი სიახლეები