ნინოწმინდის პანსიონის სკანდალის საქმე პროკურატურამ თაროზე შემოდო - არასამთავრობო სექტორი

01.06.22 20:40
ნინოწმინდის პანსიონის სკანდალის საქმე პროკურატურამ თაროზე შემოდო - არასამთავრობო სექტორი

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების წამების ეს საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. საპატრიარქოს თავშესაფარში ნაცემი არასრუწლოვნების მძიმე ისტორიები პროკურატურამ თაროზე შემოდო. არადა ჩვენებით, რომელიც მათ გამოძიებას მისცეს, სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაული იკვეთება. 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არასრუწლოვნებზე ძალადობის ფაქტების გასაჯაროვებიდან თითქმის ერთ წელი გავიდა, მაგრამ არც ერთი აღმზრდელი, რომელიც სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგ ძალას იყენებდა, არ დასჯილა. პასუხისმგებაში არ მიუციათ არც ის მამაკაცი, ვისაც ერთ-ერთი ბენეფიციარი ხელს სექსუალურ ძალადობასა და გარყვნილ ქმედებებში ადებდა. 

70 ადამიანზე მეტია გამოკითხული, არც ერთ მათგანს ბრალი არ წარუდგინეს. არ არსებობს დევნა, არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. 

არიან ბავშვები, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონატში დატოვეს მაშინ, როცა მოსამართლემ პირდაპირ უთხრა სახელმწიფოს, რომ დაუყონებლივ გაიყვანეთ ბავშვებიო, რადგან არსებობს ძალადობის, არასათანადო მოპყრობის რისკი - ამბობს ანა აბაშიძე - ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი.

არასამთავრობო სექტორმა დღეს განგაშის სიგნალი ჩართო და ბავშვთა დაცვის დღეს, ბავშვთა დარღვეული უფლებები გამოუძიებელი საქმეები ხელისუფლებას შეახსენა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში  ამ  დრომდე 15 აღსაზრდელი რჩება, თუმცა არავინ იცის, ახლა მათი მდგომარეობა როგორია,  მესამე სექტორს მათთან  მიახლოების უფლებას არ აძლევენ.

 

მსგავსი სიახლეები