ექსპერტიზა გრძელდება - დამოუკიდებელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში დღესაც მოინახულებენ

02.06.22 11:02
 ექსპერტიზა გრძელდება - დამოუკიდებელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში დღესაც მოინახულებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსპერტიზა გრძელდება - კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დღესაც მოინახულებს. 

დღეს იგეგმება პრეზიდენტისთვის კვლევების და ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება. 

"ემპათიას" დირექტორის თქმით, მიხეილს სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია და საერთაშორისო ექსპერტ-ფსიქიატრის ჩართაა აუცილებელი.

ვინაიდან არ იქნა გათვალისწინებული არც ერთი რეკომენდაცია, მოსალოდნელი იყო მდგომარეობის დამძიმება. მდგომარეობა დამძიმებულია ორი ძირითადი მიმართულებით, ეს გახლავთ კვებითი პრობლემები და ასევე ნევროლოგიური სტატუსი, რაც დოკუმენტირებულია ნეიროვიზუალიზაციით. შესაბამისად, ექსპერტიზა გრძელდება და ამ ორი მიმართულებით, სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში მკურნალობა ეფექტური ვერ იქნება.
ლიცენზიის აღიარების მიზნით კიდევ ერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს. იმედია, ამჟამად, ისინი კანონს არ დაარღვევენ და ჩაერთვება საერთაშორისო ექსპერტი ფსიქიატრი", - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

 

მედიკოსების მეორე ნაწილი დღეს პრეზიდენტის მკუნლობაში ჩართულ მედისკოებთან შეხვედრებს გამართავს.

ოთარ თოიძის განცხადებით, ის დღეს მკურნალი ექიმებისგან გაიგებს, თუ როგორ მკურნალობდნენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და ასევე ანალიზებსაც ნახავენ.

"მე დღეს მიხეილ სააკაშვილთან არ შევდივარ, შევხვდები ექიმების ნაწილს და ვნახავ ანალიზებს, ასევე გავიგებ, თუ როგორ მკურნალობდნენ, როგორ გაკეთდა ეს ყველაფერი. გასაკეთებელია მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია, თუ სად გადაწყვეტენ , რომელ საავადმყოფოში რომ ჩაუტარდეს, ეს ჯერ არ ვიცით. საქართველოს მესამე პრეზიდენტს სჭირდება შესაბამისი დატვირთის მქონე ჰოსპიტალი, რომელიც საქართველოში არ მეგულება". - აცხადებს ნევროლოგი.

პარალელურად მოველენების ეპიცენტრი საქალაქო სასამართლო იქნება, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი პროცესი უნდა გაიმართოს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომა პრეზიდენტის გარეშე ჩაივლის. 

სპეციალისტები გუშინ 4 საათის განმავლობაში ეცნობოდნენ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩატარებულ მკურნალობასა და ანალიზებს, რის შემდეგაც ერთხმად აღნიშნეს, რომ მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა კი საზღვარგარეთ მკურნალობაა.
 

მსგავსი სიახლეები