მოსწავლეების სისხლიანი გარჩევა ბნელ გვირაბში - დანა ადგილზე სხვა პირმა მიიტანა

02.06.22 11:01
მოსწავლეების სისხლიანი გარჩევა ბნელ გვირაბში - დანა ადგილზე სხვა პირმა მიიტანა

სისხლიანი გარჩევა სკოლის მოსწავლეებს შორის - ბნელ გვირაბში არასრულწლოვნების ჩხუბის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს. 

"პირველების" ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი დაკავებულია ერთ-ერთი ბიჭის ჩვენების საფუძველზე. მოწმის, რომელმაც დანაშაულის იარაღი ეკუთვნის და რომელმაც ადგილზე დანა მიიტანა.

ირკვევა, რომ დანაშაულის იარაღი, დანა ადგილზე არა დაკავებულმა, არამედ სრულიად სხვა პირმა მიიტანა. ცნობილია, რომ ავტოფარეხებთან მდებარე გვირაბში სიბნელეა, ამიტომ ჩნდება კითხვა, როგორ დაინახეს მოწმეებმა ვინ დაარტყა დანა სკოლის მოსწავლეს?

ჩვენებაში მოწმე ამბობს, რომ ჩხუბისას მას დანა დაუვარდა, დაკავებულმა კი ის აიღო და თანატოლს რამდენიმე ჩაარტყა. 

დაკავებულის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ დანაშაულის იარაღი დანა, ამოღებული არ არის: 

გარკვეული ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მტკიცხებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა ბრალის წარდგენისთვის ასეთი არ არსებობს. გამოძიებით დადგენილია ვინ მიიტანა ჩხუბის დროს დანა. ჩხუბის დროს ვის ჰქონდა დანა ეს არ იყო ის ბრალდებული, ვინც ახლა დაკავებულია. საქმის მასალებით რაც მე ვნახე დანა ამოღებული არ არის ამ ბავშვის პოზიცია არის ის, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია"- აცხადებს ადვოკატი. 

თბილისში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე 15 წლის მოზარდი პოლიციამ 31 მაისს დააკავა.  საგამოძიებო უწყება არასრულწლოვანს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

რაც შეეხება დაჭრილს ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდა.  ხმაურიან სისხლიან გარჩევაზე მოსამართლე რამდენიმე წუთში იმსჯელებს. 

მსგავსი სიახლეები