ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულის მუხლით წარუდგინეს

02.06.22 11:41
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულის მუხლით წარუდგინეს

საქართველოს მოქალაქეს, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, რომელიც გუშინწინ, 31 მაისს, ბათუმში სპეცოპერაციით  დააკავეს, ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულის მუხლით წარუდგინეს. გალიფ ოზთურქი საქართველოში  მეტრო ჰოლდინგის ქოლგის ქვეშ არაერთ კომპანიას ფლობს.

ბიზნესმენს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვას გულისხმობს, საუბარია 7 გრამზე მეტ კოკაინის მარილზე.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, თურქ ბიზნესმენის  გალიფ ოზთურქისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე  ბათუმის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ,  დღის მეორე ნახევარში იმსჯელებს.

"ჯერჯერობით ბრალი მხოლოდ ამ ნაწილში აქვს წარდგენილი, თუმცა გამოძიება გრძელდება. Დაცვის მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას, დღეს გვექნება სავარაუდოდ შეხვედრა დაკავებულთან, ჩვენთვის უკვე ცნობლია საქმის მასალები და ვგეგმავთ, სასამართლოს მივმართოთ გირაოს შუამდგომლობით"-განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

მსგავსი სიახლეები