12 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის სახლს პოლიცია ანგარიშსწორების თავიდან ასაცილებლად იცავს
მეექვსე კლასელი ბიჭის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ მწყემსს დღეს სასამართლოში მიიყვანენ - 55 წლის მამაკაცმა პირველად უნდა თქვას იმ საზარელი დანაშაულის შესახებ, რომელის ჩადენასაც ედავებიან.
არსებული ინფორმაციით, შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მოსწავლე მწყემს პერიოდულად ფარულში შეყავდა, ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა და ბოლოს კი გაუპატიურება დაუპირა.
სოფელი ანგარიშსწორების საფრთხის წინაშეა, ამიტომ დამნაშავის ოჯახს ახლა პოლიციის თანამშრომლები იცავენ.