სააკაშვილი შავ შოკოლადს მიირთმევს, ბანანს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ამით საზოგადოება დაიღალა! - ღუდუშაური
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაურის თქმით, იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება "ემპათიას" დასკვნა, სააკაშვილს მოუწევს იმდენი წლით ქართულ ციხეში ყოფნა, რამდენიც მისჯილი აქვს.
დეპუტატი მესამე პრეზიდენტის ოჯახის გზავნილსაც გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ თუ ხელისუფლება მათ მიერ შერჩეულ ექსპერტებს არ ენდობა, შეუძლიათ დაუშვან ექიმთა ჯგუფი, ვის მიმართაც ნდობა თავად ექნებათ.
სააკაშვილი შავ შოკოლადს მიირთმევს, ბანანს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ამით ქართული საზოგადოება დაიღალა - ქართული მართლმსაჯულება აღსრულდა, რაც მალე შეეგუებიან ამას, უკეთესი იქნება მისთვის და ოჯახისთვის"- თქვა ღუდუშაურმა.
მისი თქმით, "ყოველგვარი მცდელობა, რომ არაჟნებთან ერთად შემოპარული კრიმინალი სააკაშვილი ქვეყნიდან გააპარონ და გაიყვანონ, იქნება ფუჭად ჩავლილი".