გაუშვებენ თუ არა ციხეში მშვიდობიანი პროტესტის მონააწილებს - მოვლენების ეპიცენტრი ბათუმია

02.06.22 12:52
გაუშვებენ თუ არა ციხეში მშვიდობიანი პროტესტის მონააწილებს - მოვლენების ეპიცენტრი ბათუმია

გაუშვებს თუ არა მოსამართლე ციხეში მშვიდობიანი პროტესტის მონააწილებს? 24 პირის საქმის მორიგი პროცესი დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა.

დაკავებულები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული კიდევ ერთი საქმეა, რომელსაც ქართული ოცნება არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ მართავს. 

ოპოზიციის წაერმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ხელისუფლების მიზანია დასაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ხმას ამოიღებს.

საპატრულო პოლიციის მიერ წარმოდგენილმა ვერც ერთმა მოწმემ ვერ თქვა, რომ ჩვენ სადმე ვიგინებოდით. საპატრულო პოლიციის უფროსმა, ბატონმა მაღრაძემაც ცალსახად თქვა, რომ მას არ გაუგია ჩვენი გინება. საერთოდ, რატომ ვართ აქ ვერ ვხვდები“, - ამბობს  პირველებთან საუბრისას ენმ-ს ლიდერი, გიორგი კირთაძე .

სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ამ ცრუ მოწმეების ცრუ პოლიციელების ჩვენებას მოაწერს ხელს და საქართველოს სახელით გამოგვიცხადებს სიცრუეს ამ ქვეყანაში, თუ დარჩა რაიმე ნათელი წერტილი, რომლითაც შეიძლება ვთქვათ, რომ სიცრუე ამ ქვეყანაში არ მოსულა და ტყუილი არის სირცხვილი“, - აცხადებს მირდატ ქამადაძე.

სასამართლომ გადაწყვეტილება ხვალ უნდა გამოაცხადოს. გამოძიება სამოქალაქო აქტივისტებს, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საკრებულოს დეპუტატებს პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.
 

მსგავსი სიახლეები