ხელოვნების მუზეუმი ბლოკირებულია- მრევლი კულტურის მინისტრს ანჩისხატის გადატანის საშუალებას არ აძლევს
ხელოვნების მუზეუმი ბლოკირებულია - მრევლი კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, ანჩისხატის გატანის უფლებას არ აძლევს.
ხატი ეროვნულ მუზეუმში უნდა გადაიტანონ, რადგან ხელოვნების მუზეუმში რემონტი იწყება, თუმცა ანჩისხატის ტაძრის მრევლმა ახლა პუშკინის სკვერში ცოცხალი კედელი აღმართა და ხატის გადატანის საშუალებას არ იძლევა. ისინი მოითხოვენ, რომ ანჩისხატი ეკლესიაში დაბრუნდეს.
ამის პარალალურად საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ანჩის ხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს უპირისპირდება.
ზაზა ნანობაშვილისთვის არავის დაუვალებია ანჩისხატის პატრონობა, გადატანა, ან გადმოტანა. სარგებლობს გამოგონილი სტატუსით, აწყობს დესტრუქციებს როგორც ანჩისხატის ტაძარში, ასევე ქუჩაში. - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, ხელოვნების მუზეუმთან ანჩისხატის დაბრუნების საზოგადოებრივი ჯგუფის წევრებმა მოაწყვეს სამლოცველო, ადგილზე არიან 24 საათის განმავლობაში და აცხადებენ, რომ მუზეუმს არ მისცემენ საშუალებას, ხატი ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გადააბრძანონ. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეში პატრიარქის კურთხევა აქვთ.
რომ დავანებოთ თავი რელიგიურ და ისტორიულ მოსაზრებებს, გადატანა თუ მოხდება იმ ტაძარში, სადაც მეტი პირობები და კლიმატია, ან შევადაროთ იმ კლიმატს, რაც ანჩისხატის ტაძარშია, ამაზე გვაქვს საუბარი.
ვაპირებთ, პატრიარქის წერილი დავიცვათ ბოლომდე. პასუხი გავაცემინოთ და ეს 25 წლიანი ერის მოთხოვნა იქნეს აღსრულებული და ხატი დაბრუნდეს ტაძარში.
ამას ყველაფერს გვავალდებულებს მართლმადიდებლობა. - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი.
საზოგადოებრივი ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ანჩისხატის ტაძარში შექმნილია ყველა კლიმატური პირობა ხატის გადასაბრძანებლად.