პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე მწყემსს ბრალდება წარუდგინა

02.06.22 13:26
პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე მწყემსს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 60 წლამდე მწყემსს  ბრალდება წარუდგინა. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული, არასრულწლოვანი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, მის გაუპატიურებას შეეცადა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებული 31 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები