როგორ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი ძმებმა კაკულიებმა? - გომალაურის მოადგილის განმარტება
როგორ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი ძმებმა კაკულიებმა? შინგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გამოძიების საგანია დაადგინოს, როგორ გადმოკვეთეს ძმებმა საზღვარი
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და ყველა ის გარემობა, რაც არის დაკავშირებული როგორც მათი მხრიდან საზღვრის გადმოკვეთასთან, ასევე დანაშაულის ჩადენასთან, მათ შორის, მკვლელობის მცდელობის, გამოკვლეული იქნება საქმის ფარგლებში. სწორედ გამოძიების საგანია დაადგინოს, როგორ გადმოკვეთეს მათ საზღვარი. ფაქტია ის, რომ ეს ხალხი დაკავებულია. ბრალი წაყენებული აქვთ საზღვრის უკანონო კვეთისთვის და ამ კონკრეტულ საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”,- განაცხადა დარახველიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობiს, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ძმების, გუგა და დავით კაკულიები ორთვიან პატიმრობაში გუშინ გაუშვა.
ცნობილია, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებითაც.