ხელბორკილი სახეში ჩამარტყა - პოლიციის მაღალჩინოსანს ძალადობაში ადანაშაულებენ

15.04.21 14:41
ხელბორკილი სახეში  ჩამარტყა - პოლიციის მაღალჩინოსანს ძალადობაში ადანაშაულებენ

მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსს, სამოქალაქო აქტივისტი ცემაში და ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. 

სამოქალაქო აქტივისტი, დათო კაპანაძე აცხადებს, რომ მისი დაკავების ოპერაციაში მოანწილე, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა საპატრულო პოლიციის მანქანაში, სახეში ხელბორკილი ჩაარტყა. 

კაპანაძეს გარეგნული დაზიანებები აღენიშნება, მას თვალის არეში ნაკერი ადევს. 

მივედით გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციის მანქანაში ჩამაგდეს ძალის გამოყენებით, შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა, უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალში და შუბლის არეში.  არის უფროსი ლეიტენანტი, მეჯდა ხელმარცხნივ კამერებშიც იქნება დაფიქსირებული", - აცხადებს დავით კაპანაძე.

დაზარალებული ახალგაზრდა რომელიც ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, ცოტა ხნის წინ, საქალაქო სასამართლოდან საავდმყოფოში გადაიყვანეს. 

კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი პოლიციელებს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები