საქმეში ბავშვის უმძიმესი ჩვენება დევს - გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ მწყემსს პატიმრობა შეეფარდა

02.06.22 15:19
საქმეში ბავშვის უმძიმესი ჩვენება დევს - გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ მწყემსს პატიმრობა შეეფარდა

12 წლის ბიჭის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ 54 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა. მწყემსი უმძშიმეს დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა დაზარალებულს, რომელმაც პოლიციას გამაოგნებელი ჩვენება მისცა. 

ბრალდებულის უფლებადამცველი კი აცხადებს, რომ დაკავებულზე 12 წლის ბიჭის მამამ იძალადა, საქმე კი ცაკლე გამოიყო. 

პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ კაცს ბრალდება უკვე წარუდგინა. საქმის მასალების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული, არასრულწლოვანი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, მის  გაუპატიურებას შეეცადა. 

მოზარდს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, მოზარდი ფსიქოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები