"ბავშვზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა"- თანატოლის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი
სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის - დაკავებული, 15 წლის მოზარდის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, ბრალდებულზე პოლიციამ ზეწოლა განახორციელა.
არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, პოლიციამ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ვერ შეძლო.
ვიცით, რომ ბავშვზე პოლიციელების მხრიდან მიდიოდა ზეწოლა და თხოვდნენ, დანაშაულის აღიარებას, რაც გვავარაუდებინებს, რომ სხვა ბავშვებზეც ანალოგიურად განეხორცილებინათ ზეწოლა.
ბავშვის დედისგან ვიცით, რომ დაკითხვისას ის ცალკე გაიყვანეს, და ბავშვის განცხადებით, ცაკლე გაყვანისას პოლიციელები მას დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ"- აცხადებს ადვოკატი.
საქმის მასალების თანახმად, 30 მაისს თბილისში, სამგორის რაიონში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა თანატოლი გულმკერდის და მუცლის არეებში დანით დაჭრა.
15 წლის მოზარდს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.
"პირველების" ინფორმაციით, დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის სკოლაში დაიწყო, კორპუსების მიმდებარედ, ბნელ ფარდულში კი დაჭრით დასრულდა. დაპირისპირებაში 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.