მარიამ ჯიშკარიანი გორის სამედიცინო ჰოსპიტალს მიხეილ სააკაშვილის არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსპერტიზა გრძელდება. "ემპათიას" დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმება მათი რეკომენდაციების არშესრულებამ გამოიწვია.
მარიამ ჯიშკარიანი გორის სამედიცინო ჰოსპიტალს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს.
გრძელდება სამედიცინო შემოწმება და შესაბამისად, ასევე გვაინტერესებს გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელსაც აუცილებლად გამოვითხოვთ დამატებით. ის პროგნოზები, რომელიც არის გაკეთებული არის სწორი. ამჟამად გვაქვს მდგომარეობის ის დამძიმება, რაც გამოიწვია ცენტრი „ემპათიის“ რეკომენდაციების არშესრულებამ. სიმპტომების მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძმება. ახლა მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. მათ შორის გორის სამედიცინო ჰოსპიტალშიც მიმდინარეობდა სიმპტომური მკურნალობა, არასწორი თან. ალბათ, კლინიკის სპეციალისტები თავადაც მალე გააცნობიერებენ ამას. მე პირადად, ამ ჰოსპიტალში მკურნალობა ვერ წარმომიდგენია.. - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტების განცხადებით მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა კი საზღვარგარეთ მკურნალობაა.