მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების შანსი ძალიან მაღალია და ეს არ არის ხმამაღალი ნათქვამი - თოიძე

02.06.22 17:28
მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების შანსი ძალიან მაღალია და ეს არ არის ხმამაღალი ნათქვამი - თოიძე

ნევროლოგი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. ოთარ თოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების შანსი ძალიან მაღალია.

დღეს უნდა ჩავატარო კვლევა და კვლევა არ ნიშნავს პაციენტის გასინჯვას. კვლევა ნიშნავს, მაგალითად, სამედიცინო ისტორია როგორ არის შევსებული, როგორ არის ესა თუ ის გამოკვლევა გაკეთებული.
მოხვდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში, დიდი ხანია ვიძახი, რომ ამის შანსი  მაღალია. ამის შანსი კი არა, გარდაცვალების შანსია ძალიან მაღალი და ეს არ არის ხმამაღალი ნათქვამი. ახლაც მძიმეა მდგომარეობა. ამ წუთას შეიძლება კაცი ლაპარაკობდეს, მაგრამ მოსალოდნელია გართულება“. - აცხადებს ოთარ თოიძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსპერტიზა გრძელდება.
 

მსგავსი სიახლეები