თურქი ბიზნესმენი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ირაკლი ღარიბაშვილი რჩეული ბიზნესმენი რამდენიმე წუთის წინ სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. გალიფ ოზთურქი თავისუფლების სანცვლოდ მზად იყო, ერთ მილიონი გადახადა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გალიფ ოზთურქი ,,ქართული ოცნების" მეგობარი ბიზნესმენი იყო და წლების განმავლობაში უპირობო ლობირებით სარგებლობდა. თავადაც ხელისუფლების სხვადასხვა ფონდში საჩუქრად დიდ ფულს რიცხავდა, თუმცა ის მოულოდნელად მტრად გამოცხადეს ასე შემთხვევით მის ბინაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკებიც იპოვეს.
დაკავებას წინ უძღვოდა წერილი, რომელიც გალიფ ოზთურქმა ,,ქართუ ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, გაუგზავნა. წერილში თურქი ბიზნესმენი შეშფოთებას გამოხატავს აჭარაში გაჩერებული საინვესტიციო პროექტების გამო და ამაში დამნაშავედ აჭარის მთავრობის მეთაურს, თორნიკე რიჟვაძეს, ასახელებს.
ბატონო ირაკლი,
მინდა, გაგაცნოთ რეგიონში არსებული მდგომარეობა, რაც დღითიდღე უფრო ხელშესახები ხდება და დროული რეაგირების გარეშე შესაძლოა, მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. საკითხი ეხება აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარისა და კერძო სექტორის ურთიერთობას. აჭარის რეგიონის შემთხვევაში, კერძო სექტორი განსაკუთრებულ (ხელოვნურ) წინააღმდეგობებს აწყდება რიგ საკითხებან მიმართებით.უცხოელი ინვესტორების (და არამხოლოდ) მიმართ წარმოებულმა ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ და მათდამი ადგილობრივი მთავრობის მხრიდან არასათანადო მოპყრობამ, საქართველოს, როგორც ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილისა და სტუმართმოყვარე ათასწლოვანი ქვეყნის რეპუტაცია - გაანადგურა და აქცია მითად.
ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა და ბიუროკრატიული წიაღსვლების გამო, დღეს არაერთი საინვესტიციო პროექტია გაჩერებული და ამ ყოველივეს საფუძველს, სწორედ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებები და მის მიერ ნაწარმოები პოლიტიკა წარმოადგენს.
ათობით გაჩერებული საინვესტიციო პროექტი, გაუცემელი ნებართვები, უსაფუძვლოდ დახარვეზებული დოკუმენტაცია და ა.შ, ხოლო იდენტურ - ე.წ. „მეგობარი ბიზნესების“ შემთხვევაში, სრულიად უპრობლემოდ ხდება ყველა პროცედურის დასრულება და ხშირ შემთხვევაში „დაუშვებლად“ დაანონსებული პროექტებიც კი, უკვე სისრულეშია მოყვანილი.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ მთავრობის თავმჯდომარე მისი ყოველი საჯარო გამოსვლით - კიდევ უფრო მეტ უთანხმოებას, გაუგებრობასა და შიშს თესავს კერძო სექტორში.
აღვნიშნავთ, რომ - საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს იკავებს, აქ მარტივია დაარეგისტრირო კომპანია და დაიწყო ბიზნესაქტივობა, თუმცა, ყველა მსხვილი გადამხდელი მალევე რწმუნდება, რომ „საქართველოში უნდა იცნობდე, უნდა გქონდეს კონტაქტები, უნდა გაითვალისწინო სხვა ფაქტორები“, ამ ფონზე ვკარგავთ არამხოლოდ ბიზნეს პარტნიორებს, არამედ ვკარგავთ შანსს - მათთან ერთად ვაკეთოთ ღირებული საქმე ჩვენი ქვეყნისთვის - წერს გალიფ აზთურქი.