ხმაური საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან - ორ ქვეყანას შორის სახმელეთო მიმოსვლა ამ დრომდე შეწყვეტილია

03.06.22 11:18
ხმაური საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან - ორ ქვეყანას შორის სახმელეთო მიმოსვლა ამ დრომდე  შეწყვეტილია

ხმაური საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან - ამ დრომდე ორ ქვეყანას შორის სახმელეთო მიმოსვლა შეწყვეტილია.  სახმელეთო მიმოსვლის შეწყვეტის გამო საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ოჯახის წევრებთან მიმოსვლა არ შეუძლიათ. საკითხი კიდევ უფრო პრობლემურია, როდესაც ისინი გარდაცვლილი ნათესავების დაკრძალვებზე ჩასვლას ვერ ახერხებენ. 

საზღვართან მთელი ღამე გაათენა ქალმა, რომელსაც დედის დატირება სურდა. საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანში გადასვლას ითხოვდა, ემოციურ ფონზე კი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

საბოლოდ, ქალი გამონაკლისის სახით საზღვარზე გადაუშვეს. 

დედა დამეღუპა, აზერბაიჯანში ცხოვრობდა. ეს ცხოვრებაა, ვერ ვტირი მშობლებს, მთელი ღამე აქ გავათენე. საელჩოში რაღაც კოდი მომცეს, მითხრეს გამონაკლისს დავუშვებთ და გაგიშვებთო, მაგრამ უკვე 24 საათზე მეტი გავიდა და არავინ არაფერს მეუბნება. ამასობაში დაკრძალეს ქალი, მე კიდევ მშობლები ვერ დავიტირე, - აცხადებს ქალბატონი.

პოლიციის განცხადებით, საზღვარი აზერბაიჯანის მხრიდანაა ჩაკეტილი და მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ სპეციალური სიებით ხდება. 

სიებითაც ზოგს უშვებენ ზოგს არა. ამ ქალბატონის შემთვევაში საელჩო გამონაკლისს უშვებს  და ის გადაკვეთს საზღვარს, - ამბობს პირველებთნ საუბარში შსს-ს წარმომადგენელი.


პანდემიის გამო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი უკვე  2 წელიწადნახევარია ჩაკეტილი და მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტრაილერის მძღოლებს აქვთ.

მსგავსი სიახლეები