დათნხმდება თუ არა სააკაშვილი სახელმწიფო ექპსრეტიზას - მესამე პრეზიდენტის პასუხი ამ დრომდე უცნობია
დათნხმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ექპსრეტიზის გავლას? - ამ დრომდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ უთქვამს პასუხი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შეთავაზებაზე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება სამხარაულის ბიუროს დაავალა.
რამდენიმე თვიანი დაგვიანებით მიხეილ საკაშვილის ექსპერტიზა სპეციალურმა საგამოძიებო სამსხურმა მას შემდეგ დაანონსა რაც, სასამრთლომ სააკაშვილთან ციხეში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ექსპერტების ჯგუფი შეუშვა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე პენიტენციურ სამსახურს ექსპერეტიზის გაჭიანურებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელისუფლება პენიტენიცურ სამსახურს დასკვნების გასაშავებლად იყენებს.
ამდენხნიანი გაჭიანურებული და პრინციპში, უშედეგო გამოძიების შემდეგ სწორედ ახლა გადაწყვიტა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამხარაულისთვის მიემართა და ექსპერტიზის ჩატარების მხრივ ინფორმაცია გაევრცელებინა. ხელისუფლება იყენებს კიდევ ერთ მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტს, დამორჩილებულ ინსტრუმენტს, რომლის ხელმძღვანელიც სამსახურიდან გააგდეს, საუბარი მაქვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე, იყენებს სწორედ თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ცდილობს გამოიყენოს ეს სამსახური ან სხვისი დასკვნის გასაშავებლად, ან რეპუტაციის შესალახად, ან საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, - ამბობს თუთბერიძე.
შეგახსენებთ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი თანხმობას განაცხადებს სახელმწიფო ექსპერტიზაზე, მაშინ წარმოდგენილი იქნება ორი დასკვნ, მოსამართლეს კი მოუწევს მსჯელობა, რომელ დასკვნას გაითვალისწინებს. ეს კი გრძელვადიანი პროცესი იქნება.